რონ პეჯეტი - კიდევ ერთი რამ


კიდევ ერთი რამ

როდესაც ბავშვი ხარ, 
გასწავლიან,
რომ არსებობს სამი განზომილება:
  სიმაღლე, სიგანე, და სიღრმე.
თითქოს ფეხსაცმლის ყუთია.
შემდეგში კი გესმის, 
რომ 
არსებობს მეოთხე განზომილებაც.
დრო.
ჰმ.
მერე ზოგი ამასაც იტყვის,
რომ შეიძლება იყოს:
მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე...
სამსახურიდან დაბრუნებული
ვზივარ ბარში
ლუდს ვსვამ.
ჩავცქერი კათხას
და რაღაც მიხარია...

რონ პეჯეტი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი