ჯარისკაცი


ტარიელმა მამას უთხრა:
- ასეთი მაქვს ფიქრებიო,
ავტომატი მიყიდე და
ჯარისკაცი ვიქნებიო.

დაითანხმა, მერე ისევ
შეეხვეწა: - მამაჩემო,
ბარემ მეც თან წამიყვანე,
ჩემი ხელით ავარჩევო.

გზაში უთხრა: - დავიღალე,
აყვანილი მატარეო...
ამისთანა ჯარისკაცი
თუ გინახავთ, პატარებო?	
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი