მელანქოლია


მელანქოლია

ახლა რომ ვუყურებ ჩემი სახლის ფანჯრიდან ყვავილებს 
ყველანი ტირიან, აღარ მიღიმიან.
უსასრულო მარტოობა ისევ და მათ ვერ ვანუგეშებ.
არადა კვდებიან...
ისეთი უმწიკლო თვალებით მიყურებენ, მევედრებიან...
ხელებში მიკვდებიან...
ძალიან შორს არიან
სულიერად აღარ არიან...
და აი, ვარდმაც დალია სული, როგორც ჭრილობა ისე ატკივდა ენძელას გული.
მინდვრის გვირილებს ცრემლები სდიოდათ...
ხმები შემოესმათ საიქიოდან.
ვეღარ გავუძლებ ღმერთო მათ ტანჯვას,
ო, რა მარტო ვარ ღმერთო ეული,
მომეცი ძალა ჯადოქრობისა გადავირჩინო გული სნეული.
ახლა რომ ვუყურებ ჩემი სახლის ფანჯრიდან ყვავილებს
იქ აღარ არიან, 
ახლახან გათენდა...
ცაზე ღრუბლებიც მარტონი არიან, გულში ავდარი და გარეთ ქარია,
გაზაფხულია და თან მარტია...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი