0 24

ღმერთი რომ არ არსებობდეს


ღმერთი რომ არ არსებობდეს
არ იქნებოდა კარგი,
 არ გვექნებოდა არაფრის რიდი
არ იქნებოდა სამყარო მშვიდი.
ირგვლივ ქაოსი იტრიალებდა 
 და დაგვიფრთხობდა ფიქრებს,
 ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს და 
 ვერც დიდი ლონდონის ნისლებს.
 ღმერთი რომ არ არსებობდეს 
ალბათ ვიქნებოდით მარტო,
მერე ვეღარ გინატრებდი
ისე, ახლა რომ გნატრობ.
ღმერთი რომ არ არსებობდეს
არ იქნებოდა მერე,
 პატარა  სახლი, პატარა ეზო,
 ჩვენი შვილები ნინი და რეზო.
და აღარც ჩვენ ვქნებოდით,
ვერ შევხვდებოდით ერთურთს
დავივიწყებდი სიყვარულს 
და ვეღარ გიწოდებდი ერთგულს.
ღმერთი რომ არ არსებობდეს
არ იქნებოდა კარგი,
 არ გვექნებოდა არაფრის რიდი,
არ იქნებოდა სამყარო მშვიდი.
კომენტარები (0)