მოდი შევიშალოთ...


მოდი შევიშალოთ,
 გავგიჟდეთ ცოტა ხნით,

თავს მივცეთ უფლება ვიყოთ პოეტები,
სიყვარულს მივუძღვნათ დითირამბები და
 წვიმის წვეთებივით  ნაზი  სონეტები.

მოდი შევიშალოთ, 
გავგიჟდეთ ცოტა ხნით.

თავდავიწყების გავუშვათ ფრანი...
გადავიქროლოთ ზღაპრის სამყაროში, 
სადაც ვიქნებით ორივე მთვრალნი.

მოდი შევიშალოთ,
 გავგიჟდეთ ცოტა ხნით.
არ მინდა ვუსმინო სხვის აზრს და განსჯას,
ისიც მეყოფა შენთან გამოპარულს დედა რომ დამიწყებს კარებთან დასჯას.

მოდი შევიშალოთ, გავგიჟდეთ ცოტა ხნით.
გავაფერადოთ ფერმკრთალი ქუჩები,
დავხატოთ ჩვენი ოცნების მუზები 
                              მოდი შევიშალოთ...
                                           მოდი შევიშალოთ. ....
                                                       მოდი შევიშალოთ.....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი