ღალატი
გულს რომ გაუყობ, სულს რომ დაუთმობ, შენს სიყვარულში ჩაიძირება, სიტყვების კონას შეუკრავ კრთომით გულებს ტუჩებით დაუსვავ ბარათს შენთვის ძვირფასს და ყველაზე წმინდას თუ აპატიებ ოდესმე ღალატს?! და ამ ფიქრებში გართული წევხარ მოგონებები არ გასვენებენ... გაგახსენდება ზღვის ტალღის ფერი და ლოდინით დაღლილს გაგასვენებენ. შენთვის სამყარო დაიფერფლება, არ გენდომება სიმართლე მწარე და... იმ წამსვე თვალებს დახუჭავ რწმენით რომ ფიქრი არ მოგცეს სიბნელემ მდარე. ვის არ მოსვლია,ვის არ სტკენია?! ვის არ ჰქონია წყლულები ტანში? ადამიანებს ხან უხარიათ, უმეტესად კი სწყინთ სხვისი ტაში... მაგრამ სიტყვების კონას რომ შეკრავ, გულებს დაუსვამ ტუჩებით ბარათს, ყველაზე ძვირფასს, ყველაზე წმინდას ვერ გაპატიებ ვერასდროს ღალატს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი