გაბრძოლება


დღის ნათელ სხივს რომ გაფანტავს ღამე,
 და ისადგურებს ირგვლივ წყვდიადი,
სამოთხის კარსაც ჩარაზვს ბედი
 და  ფრთებსაც მომკვეთავს ზეცა  დიადი.

მთელი სამყაროც წინ იმართება
 საშველს არ მაძლევს, სიტყვას მიკეტავს, 
მგლების  ხროვას ჰგავს ადამიანი 
მისი ქცევა კი მე გულს მიხეთქავს. 

ადამიანო, ნუ იკარგები, 
ჯერ კიდევ ცაზე კაშკაშებს მზეო,
 ჯერ კიდევ სადღაც არსებობს ჩუმად
 სიკეთის თესლი, იმედის დღეო. 

შეძელ, არსობდე მტკიცედ და მშვიდად, 
არ მოგეძალოს აზრი მდაბალი, 
თვალთმაქცს არ მისცე დაგაზიანოს,
 იყავ მორჩილი და თავაზიანი,.

თუმც, ღამის წყვდიადს ვერ ვეურჩები,
 დაჯაბნა ჩემში იმედის  სხივი, 
ბოროტმა სულმა მშთანთქა თითქოს
 და გაიდგა ჩემში დამპალი ღივი.

მძულს, სიცოცხლე თუკი მოვკვდები! 
დავემსგავსები ცოცხალი ლეშსა...
 გარდავიცვლები ჯერ კიდევ აქვე,  
 ვეღარ გიამბობთ  არ თქმულ ლექსებსა... 

სიცოცხლე ახლა ისე მომწყურდა...
 ,,ვით დაჭრილ ირემს წყარო ანკარა“ ,
მებრძოლმა სულმა ბოროტის ლანდი
 ჩემს სხეულს ახლოს არც გააკარა!

Write to ზალინა კუსიანი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი