ყაზბეგის მთები
თვალს ვაპყრობ ცისკენ მიმავალ მწვერვალს, ვხედავ , ცა და კლდე ერთმანეთს ერწყმის, რა საოცარი სანახავი ხარ, ყაზბეგის მთებო, ჩემი თუ გესმის? რა დიდებული გრძნობა მწვევია, როდესაც გნახეთ, მდუმარე მთებო, ნეტავ, რა ჰქვია ამ ძლიერ გრძნობას?! ცრემლით რად მავსებ, განვლილო წლებო? არ შემიძლია მშვიდად ვუცქირო, შენს ტანჯვას ასე მყუდროს, მდუმარეს, თავს რად იჭერ შორს , ჩემგან ფარულად და საკუთარ თავს უთხრი სამარეს?! როდემდე უნდა პირქუშად იდგე, შენ მყინვარწვერო , მრავლის მნახველო?! ცოტახანს იქნებ თვალი შემავლო, ზაფხულის ზამთრად გარდამსახველო! გამიშვით! მინდა ქარს გავყვე, თუნდაც, უსასრულობის გზებით ვიფრინო; თუკი სიკვდილსაც გადავავიწყდი,მხოლოდ თქვენთვის მსურს მაშინ ვიცხოვრო! ნაკლების
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი