ფიქრი
ახლა ის დროა ვიფიქრო შენზე, თუმცა ჯერ არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ შენზე არ მეფიქრა. ერთი პატარა ქალაქის, პატარა ქუჩის, პატარა კაფის კუთხეში ვზივარ. მშვიდი საღამოა... ღამის სიბნელეს ნაძვის ხის სათამაშოებივით მოევლინენ ციმციმა ვარსკვლავები. მრგვალ მგიდასთან, ფინჯან ყავასთან ერთად ვიხსენებ იმ დღეს , როცა პირველად შენ დაგინახე. ჩაფიქრებული, სიგარეტის კვამლში იყავი გახვეული და ჩაის ცხელი ორთქლი გითბობდა სახეს. ლამპიონები ნაზად ანათებდნენ, ახლაც ანათებენ... მაგრამ უშენოდ... გულს დამჩნევია უშენობა, გიჟი მარტივით... ქალაქს ჩაეძინა... ირგვლივ სიწყნარეა და მე ისევ ვზივარ პატარა ქალაქის, ერთი პატარა ქუჩის, პატარა კაფის კუთხეში ფინჯან ყავასთან ერთად... და... ვხედავ შორიდან მომავალ ლანდებს.... ეს შენ ხარ??? მომვლინებიხარ ფერად ნათებად, ციცინათელებად... ისინი შორიდან მათბობენ., მეალერსებიან და ჩემი ოცნბები ისე მოფრინავენ შენსკენ, როგორც ფრინველები თბილი ქვეყნებისკენ. და ახლა, როცა ასე შორსა ხარ ჩემგან, შენგან გამოგზავნილ ფერად ნათებებს ვესაუბრები. ისინი მიხმობენ იქ, სადაც მარადიულია სიცოცხლეც, სიყვარულიც და მონატრებაც, სადაც უფრო მომენატრები. გავა დრო და ამ პატარა ქალაქის, პატარა ქუჩის პატარა კაფეს ისევ ვესტუმრებით მე და შენ, მარადიული სიცოცხლით მკვდარნი... ახლა კი ვტოვებ ადგილს, ადგილს საიდანაც გარდა- (ვიცვლები). კომენტარები (0)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი