ფიქრები გრამატიკულად :)
და ასე უტყვად იდგა მატილდა სალი კლდის პირას და ფიქრობდა განვლილ ცხოვრებაზე. ზმნის სამი დროიდან ყველაზე მეტად მომავალი აშინებდა, აშინებდა, რადგან ყველაფერი ახლა, აწმყოში უნდა დაესრულებინა. ვერ იდგა მტკიცედ, როგორც სრულმნიშვნელობიანი ფორმაცვალებადი მეტყველების ნაწილი. ფიქრობს... ფიქრობდა... იფიქრებდა, მაგრამ იმას მაინც ვერ მოიფიქრებდა ოდესმე უშოალოდ კონტაქტზე თუ იტყოდა უარს და ცხოვრებას უასპექტოდ დაასრულებდა! ფორმალური გამოხატვის თვალსაზრისით დაკარგული აქვს, პირი, რიცხვი, გვარიც, ქცევას ხომ საერთოდ ვერ აკონტროლებს და ხსნას სიკვდილის გარდა ვეღარაფერში ხედავს. ყვეელა არსებითმა მისთვის მნიშვნელობა დაკარგა, ყველა უსულომ შთანთქა სულიერი და რა ჯგუფში გააერთიანა, ახლა გულის ნაცვლად ქვა უდევს გულში. მომავლში მასზე მხოლოდ წარსულ დროში ისაუბრებენ, მის ძვირფას სახელს დაივიწყებენ, იცის ეს მატილდამ, მაგრამ არ აშინებს ნაცვალსახელები. სიძნელეს მხოლოდ ის წარმოადგენს, რომ ეშინია მრავალპირიანობის, ერთსა და იმავე დროს იგი დაკავშირებული იყო ორ პირთან და თავს მხოლოდ სუბიექტურად აფასებდა... ამიტომ, დგას იგი ახლა, სალი კლდის პირას და ფიქრობს, რომ ყველაფერი გარდაუვალია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი