შემოდგომის სიძულვილი


შემოდგომის პირველი დღეებია, ბუნებამ ფერი იცვალა, ხეებმა დამალვა დაიწყეს ყვითელი ფოთლებით. მზის სხივებმაც გათბობას მოუკლეს და გარშემო დროდადრო სუსხიანი დღეები გვათენდება. მიწა იფარება ყვითელი ფოთლებით, ბუმბულიანმა მომღერლებმაც შეწყვიტეს სიმღერა...
   მიყვარდა შემოდგომა... 
საათობით  შემეძლო ბუნების წიაღში მეხეტიალა და უმიზნოდ მეფიქრა, მეფიქრა, მშვიდი ცის ფონზე, თუმცა სიყვარული სიძულვილმა ჩაანაცვლა... 
  მიყვარდა შემოდგომა... 
  მაგრამ ერთხელ გადამიყვარდა...
  იმ დილით, ჩვეულებრივ ავიდუღე უშაქრო  ყავა და ჩემი სახლის ზევით ფერდობს ავუყევი, უნდა გენახათ როგორ ეფინებოდა ფოთლების ყვითელი ხალჩა ჩემს ფეხებქვეშ, ნაბიჯევს ვადგამდი და თითეული ფოთლის შრიალი მესმოდა. თითქოს არსაიდან ქარი ამოვარდა, გამოუცდელი, თავქარიანი, კეკლუცი, შემოუარა ირგვლ ხეებს და უკანასკნელი ფოთლებიც შეაფრთხიალა. გამოუცდელმა ,ბიჭუნა ქარიშხალმა ფოთლების მოტაცება დაიწყო , აქეთ-იქით გადაყარა და უმისამართოდ გაფანტა. 
    უეცრად განწირული ხმა შემომესმა, ხან იქით გავიხედე ხან აქეთ , მაგრამ ირგვლივ ვერავის ვხედავდი,  ზევით ავიხედე და ერთი პაწია ფოთოლი დედის კალთას ამოფარებოდა და ხმააკანკალებული გაჰკიოდა. ძლივსღა ეკიდა ხის კენწეროზე, საწყალმა გაზრდა ვერ მოასწრო, შემოდგომის სუსხიანმა ხასიათმა დღეები მოუსწრაფა, მაგრამ არ ეპუებოდა ჯიუტ ქარს და თავისი პაწია მკლავებით მიკვროდა მუხის ტოტს და სიკვდილს არ აპირებდა. 
სიცოცხლეს ცდილობდა, იქნებ, როგორ სწყუროდა? 
იქნებ მასაც სურდა თბილ დღეებში ეკეკლუცა, ეცეკვა და ეშრიალა?... 
იმ მომენტში თავი ძალიან უსუსურად და უმწეოდ ვიგრძენი. ვერაფრით ვეხმარებოდი და ისიც ზევიდან მწყალად ჩამომყურებდა.
 ადრე თუ ხალიჩად მეფინებოდნენ ფოთლები ფეხებქვეშ, ახლა მათი კვნესა მესმოდა,თითეული ნაბიჯის გადადგმისას მათი ძვლების ტკაცუნს ვგრძნობდი...
ოხ, ღმერთო, როგორ ტიროდნენ მკვდარი ფოთლები...
გვიშველეთ....
გვიშველეთ
გადაგვარჩინეთ....
მე კი,  ისევ პატარა ფოლთოლს ვუმზერდი ...
დედა ფოთოლიც გრნობდა საშიშროებას და რაც შეეძლო იცავდა შვილს,მაგრამ ისიც ძლივსღა ეკიდა ბებერი მუხის ხეზე, მასაც შეჰპარვოდა სიყვითლე და შემოდგომას მისთვისაც შეუმოკლებია დღეები. უწინდებურად ვერარ იწონებდა  თავს და უბრალო სიოზეც უცახცახებდა  ბებერი მკლავები.
 ჰმ, ,,მაინც რა არის   ჩვენი ყოფა _ წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი? " ფიქრობდა განწირული ფოთოლი. 🙂 🙂 🙁  
 ჯერ კიდევ, ორი თვის წინ, შეუპოვრად, გულკერდმოღეღილი ეგებებოდა ქარიშხალს, შრიალებდა და იდუმალი გარინდებით ცეკვავდა ჰაერში, მაგრამ ახლა,   დედა ფოთოლმა ბოლოჯერ მოიკრიბა ძალა, მისკენ გამორტყოცნილ ჰარის ნაკადს მთელი სხეულით შეეჯახა და თავი ვეღარ შეიმაგრა, უეცრად ხეს მოსწყდა და მიწისკენ დაეშვა. დავინახე თვალები როგორ დახუჭა და მთელი არსებით ბედისწერას მიენდო. სანამ მიწაზე ჩამოვარდებოდა გზაში უკანასკნელად ააცეკვა ბებერი ტანი, მერე ერთიანად მოეშვა და ჩემი ფეხების წინ დაეცა.  დავიხარე და ხელში ავიყვანე, საბრალოს თვალები მოელულა და სახე მთლად  გაყვითლებოდა, მთლად დამჭკნარიყო...
ყური მივუგდე, რაღაცას ბუტბუტებდა.. ,, ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება",  🙂 🙂  მერე თვალები გადაატრიალა და სამუდამოდ გამოემშვიდობა სამყაროს.
ამასობაში ქარიც ჩამდგარიყო...
პატარა ფოთოლი სევდიანად იყურებოდა ქვემოთ და დედას გლოვობდა.
ძალიან მიყვარდა შემოდგომა....
მაგრამ ერთხელ გადამიყვარდა....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი