სუბსტანცია
ახლა, ამ ქალაქში ისევ შეიმართა განცდა -- უცოდველი კრავის განტევების... მკვიდრად ესალტება მანგი ხეივანთა, კართან მოწიწებით ცრიან ფანტელები...… არეს მარტის ეშხი აკრავს უხილავი: -- ამბივალენტური, თავის სიურჩეთი... ორნი, გზატკეცილზე ერთურთს უხილავენ მოტივს ტრივიალურს, რაღაც სიუჟეტის... კვდება თებერვალი – ,,ბერკი’’, უვალსებოდ, როგორც კეთროვანი სული ბაცილებით, ვისაც განუზომლად სწადდა ეარსება, ებრძვის აპოგეას... თუმცა აცილებენ... ახლის მომლოდინე ყმუის კოიოტი ჩემში... კვლავ აწყდება სულის ყადი ყორეს... რწმენა აღარ მრჩება, რწმენა, ოჰ... იოტის... თორემ აპათია? – ღმერთსაც გადიყოლებს... წილი ნაყარია: -- ეტლი გადაბრუნდა, სმენას ადრეული მიწყდა რაფსოდია... იქნებ ტრიფტაზინმა მიხსნას ვაგაბუნდი, თუმცა გადარჩენა ამ გზით?! – აბსურდია! როგორც ნატერფალი სულის ნაწილები, კვდება თებერვალი ცივად, უვალსებოდ, თავად თავის თავზე მეტი, გაცილებით, ვისაც განუზომლად სწადდა ეარსება, რადგან დღეს ქალაქი ისე შეიმარტა, თითქოს არ რა აკლდეს წამებს მაისამდე და ძრწის... მარტოსული... კართან ხეივანთა... ვიდრე გაზაფხული კვირტებს აისხამდეს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი