გაიძვერობა


გაიძვერობამ მოარყია ჩვენი ფესვები...
(ხედავთ, წერტილიც რაოდენად მწარედ გვესმება?!)
ერთ უზალთუნსაც ვერ წაგვლეჯდა ვერ რა მტერობა,
არ შობილიყო რომ ამდენი გაიძვერობა...

გაიძვერობით მოვაღწიეთ მაინც აქამდე,
ხორცი აღივსო მომეტებით, სული დაქანდა...
ფამილარული ,,სათნოებით’’, ,,აზრის ქველობით’’
საიქიოშიც ,,კორდს ვიბევებთ’’ გაიძვერობით...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი