მზის და მთვარის სადარო...
მ ზის და მთვარის სადარო, ა დრეულო მაისო, რ ა იქნება სამყარო, ი სევ გამიხალისო. ძ ველ ოცნებებს გაფრენილს, ვ არდთა კონებს ვნებიანს, ი ის ცრემლით ნაფერი რ ითმა მოსძალებიათ. ფ უნჯს მოვმართვ და თასებს, ა რ დავზოგავ ტილოებს, ს იყვარულით აგავსებ, ო ხვრით დაგაჯილდოვებ: _ მ ომკალ, ჯვარზედ მაცვი მე, ა რ დამინდე, არა და რ წმენა აყრილს მაცილებ, ი მქვეყნიურ კარადა! მ აინც გულს ვერ გიშორებ, ს ევდა ნაღველს ვერევი, უ ფრო შენი სიშორე რ ეკს ამ გულში ჟღერებით, ს ხივს, შენს სხივს ვეფერები! გ აპობილი გულისთვის ა რ არსებობს მალამო?! ვ ამბობ: ,,სიყვარულისთვის ხ ვედრს საკუთარს არ ვნანობ, დ აე, მისთვის დნებოდეთ ე ჰ, გულო და კალამო!’’ შ ენზედ ფიქრებს მტრედებად ე ტმასნება დარები , ნ აგვემ გულს აწ ედება ი მედით, მოკრძალებით. ქ ალო, ცეცხლო, აისო! მ ზის და მთვარის სადარო, ა ნთებულო მაისო, რ ა იქნება სამყარო ი სევ გამიხალისო!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი