სამოცდახუთჯერ...


სამოცდახუთჯერ გავარდა თოფი,
სამოცდახუთი ვიხილე მკვდარი...
სამოცდახუთჯერ დავლანდე ჭორფლი
სამოცდახუთი ახალი მთვარის...

სამოცდახუთჯერ ვიგემე მარცხი,
სამოცდახუთი დავაგდე ხმალი...
ახლა წარსულ წლებს ნაწნავებს ვვარცხნი
და სავალსა ვჭვრეტ მომავლის მხარეს...

სამოცდახუთჯერ მე შემიყვარდა
სამოცდახუთი მჩქეფარე ქალი...
სამოცდახუთჯერ ვიქეც პირატად 
და მოვიხადე კარიბის ვალი...

სამოცდახუთჯერ ვემთხვიე უფალს,
მზერა შევავლე იუდას თვალით
და საიდუმლო სერობის სუფრას
მეც შევუმატე გამცემის კვალი...

სამოცდახუთი გაივლის წელი,
სამოცდახუთჯერ მოვკვდები მჯერა
და ვით ლაჩარი, მაცხოვარს დევნილს
სამოცდახუთჯერ მე შევთხოვ შველელას...

სამოცდახუთი სპეტაკი ვარდი
ჩემს საფლავის ლოდს მოუძღვნის კოცნას...
სამოცდახუთჯერ მე დავიბადე
და ვამბობ: _ ღირდა ამ სოფლად მოცდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი