ჯერ კიდევ გუშინ...
(სატირული იუმორესკა) ჯერ კიდევ გუშინ ჰყვაოდა ნუში... ჯერ კიდევ გუშინ, შეფობდა ბუში... ჯერ კიდევ გუშინ ცხოვრების ხნულში იფინებოდა ფარჩა და პლუში... ჯერ კიდევ გუშინ საყვირი მუშის ,,შუქს ჰფენდა’’ წყვდიადს, ვით მოლბერტს ტუში... ჯერ კიდევ გუშინ ბოჰემის სულში ბოჰემას ღვრიდა მზე ,,მულენ რუჟი’’-ს... ჯერ კიდევ გუშინ ,,მზე’’ იდგა გულში... ჯერ კიდევ გუშინ ლაშქარი გურჯის, ასხვრევდა ხუნდებს, რკინის, თუ თუჯის, ჯერ კიდევ გუშინ ჭირხლსა თუ რულში, გმირული სისხლი ბორგავდა კრულშიც... ეს იყო გუშინ... ეს იყო გუშინ... ახალი ,,ცეცხლი’’ ახალი დროის, მოიჭრა ზარით _ მოიჭრა გოლად და ,,ოქრო-ვერცხლი’’ უაზრო რონინს, უაზრო ღნავილს გადააყოლა... ხოდა თუ გუშინ ,,მზე'' იდგა გულში, ახლაც რომ ჩადგეს ვინმე ხელს უშლის?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი