მიმატოვეს მუზებმა...
საით გაფრინდი ნეტავ ოცნებავ, სად არის შენი გზა და მიზანი, რად მიმატოვეთ ასე ფრთოსნებმა, როგორც გრძნეული, გულქვა მისანი?! საით გაფრინდით ასე უკვალოდ მუზებო, ნუთუ დამჩაგრეთ ამით?! თითქოს გულწრფელად მეფიცებოდით, რომ არ დამთმობდით არც ერთი წამით... რა მეშველება ახლა უთქვენოდ, როგორ მოვიქცე?! რა დალევს ღამეს... მომავალს კერა ვით ავუშენო, თუ ერთხელ მაინც არ მირჩევთ რამეს?! ... დაბრუნდით... გული დაგხვდებათ ღია, კვლავ თქვენი სუნთქვა მასვით ფრთოსნებმა, რადგან უთქვენოდ არ შემიძლია, არც სიმარტოვე და არც ოცნება!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი