ხმელი ფოთოლი
ხიდან ფოთოლი მიწას ეცემა... თვალებს ხუჭავს და ჭკნება სნეული... და შემოდგომის მხრცოვან ბილიკებს სიკვდილის გზაზედ ნელ-ნელა მიჰყავთ... სული მებრძოლი, ის, რაც სიცოცხლეს ასე შეჰხარის, კვდება ეულად, განგება სდუმს და არც კი იმეტებს მისთვის თუნდაც ერთ იმედის სიტყვას... მიჰქრის... მან მართლაც არ იცის საით მიჰყავს ნელ სიოს მისი არსება და რატომაა ასე ხანმოკლე სიცოცხლე, კვდომით რისთვის ითხვრება, რისთვის მოვიდა იგი ამქვეყნად, რად მიატოვა ბოლოს განგებამ, რად არ ჩაესმის მომაკვდავს ყურში მშობელი დედის თბილი სიტყვები?!... თითქოს არც ისე დიდი ხნის წინათ, ტოტზე ამაყად თავს რომ არხევდადაა ძირს, მიწისგულს, საალერსოს რომ უძღვნიდა იგი სიტყვებს გამხელილს, მთელი სამყარო თვისი ეგონა, მომავალზე ფიქრს არად აგდებდა, სწამდა, რომ მარად შემორჩებოდა ქვეყნიერებას მისი სახელი... ახლაკი რას ჰგავს?! სულმთლად დამჭკნარი, სულიერთაგან მივიწყებული... თავს დასტრიალებს შავი აჩრდილი, იმქვეყნიური ბინდი კვდომისა... მისი სიცოცხლეც ისე მთავრდება, ისე ჩერდება მფეთქავი გული, ვით გაელვება უკანასკნელი, ხავსმორეული შემოდგომისა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი