გამოსათხოვარი
*** ახლა უშენობაც ვეღარ შემაწუხებს: _ თვისი გაიტანა ჟამთა ხმოვანებამ, ფიცხლად გამომტაცა მსუსხავ შენს მარწუხებს, სხივი გაზაფხულის ისევ მომანება... მორჩა! _ ყოველივე უკვე დავასრულე, წარსულს გავატანე ხინჯი დანარჩენი, ჩუმად მიგაბარე წინაპართა სულეთს... მაინც მემძიმება შენი განაჩენი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი