დაბადება


თვალანთებული გავყურებ ქალაქს,
ჩემს მდაგველ განცდებს ძეგლი ავუგე,
დღეს შევიგრძენი სიცოცხლის ძალა,
სიცოცხლის არსი და სიჩაუქე.
და ვამბობ: _ ღმერთო, არსება შენი,
არის უსაზღვრო და იდუმალი,
გმადლობ, გულქართლად რომ მომიძღვენი
ნიჭი თმენისა, ესდენ მდუმარი!
დიდება შენდა, რომ ამბოკარი
სული, მხევალის იხსენ დაცემას,
ციურ ექსტაზის ცეცხლი მოჰგვარე,
გრძნობა ღირსების და აღტაცება!
მე ბედნიერი ვარ ამ ზეობით, 
შენგნით ნაფრქვევი სინათლით ერთობ,
მე დავიბადე დღეს ხელმეორედ,
რადგან მე შენ დღეს გიწამე ღმერთო!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი