სადღაც...
სადღაც აინთო ლამფა... სადღაც განათდა ქოხი... ნაპირს მოაწყდა ტალღა ტირილითა და ოხვრით... ქარი აბორგდა ავი... სადღაც შესცივდათ ბალღებს... სადღაც ებრძოდა ნავი აბობოქრებულ ტალღებს... მთაში გავარდა მეხი და დაეძგერა მუხას... სადღაც აიდგა ფეხი მიძინებულმა მწუხრმა... სადღაც ოჰ, ისევ უხმოდ... სულის ჩამწყვიტე სიმი... კვლავ უშენობას ვუხმობ და არნაღირსებ ღიმილს...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი