წარილტვნენ წლები ბავშვობის...
წარილტვნენ წლები ბავშვობის, დამშორდნენ... და მეც დავშორდი... დავრჩი გადმოღმა... გაღმით ის... სწრაფად დავმაჭრდი... დავღვინდი... წარილტვნენ წლები სიამის, დღეს სხვა ბობოქრობს ნიავი... ფრთა ვერ აისხა ოცნებამ, ვერც სულის კრიალოსნებმა... ზღვამ შესანდობი დალია... მწუხრმა ამიგო გალია... მთვარემ დამნათლა კვნესა მე _ მიწოდა მონათესავე, რადგან მზემ ზურგი მაქცია და ღამის ვიქეც მაქციად... ...მწარე გამოდგა ნაყოფი _ ბედ-იღბლის გამონაყოფი... ... წარილწვნენ წლები ბავშვობის... დამშორდნენ... და მეც დავშორდი...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი