ალფონსის მონოლოგი
(იუმორესკა) აღარ ვწონი სასწორით ხანი შემრჩა რამდენი, წლები უსწორმასწორო ნახირივით გავდენე. არცა ვჩქარობ დაყანდეს ხნული მრავლისმომცველი, ახალ დროის მაყალზე ვაშიშხინებ ოცნებებს. ქარვაცურვილ მტევნიდან გადმოვწურე სილაღე: ,,მოვინელე’’ ბევრი და ბევრიც ,,გადავინახე.’’ ოჰ, რამდენი არაკი, მისწრაფება ულევი გულში დამიბანაკდა, ჰოდა, მაგრად ურევენ... უგზო, უსწორმასწორო, კვლავ ვრცელია სავალი... ამეშალა სასწორი, ამეკიდა ,,ზღვა ვალი’’... ახლა ვხვდები: ,,გაძლება’’ არ ყოფილა იოლი, სანამ სული გამძვრება თეო, ნატა, ვიოლა ... --- ერთი განცდა მე დიდი გულზე ლახვრად მესობა: თან არ გამყვეს კრედიტი – თქვენი უალერსობა! ... თუმცა თქვენ რას შეგასმენთ ამ ,,უღმერთო ვამპირებს’’ ... თქვენს ჯინაზე ჯერ ,,ასეთ’’ სიკვდილს მე არ ვაპირებ!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი