სამშობლო
I სამშობლო ჯვარცმულს ჰგავს, შვილები – დამლურსმნავს, იუდა ,,ბანერით’’ ცას გამოკიდულა: წარწერით: ,,მიწა-წყალს (სინდისთან, ნამუსთან...) საჯიშედ ვყიდით ... და სახაშედ ვყიდულობთ!’’ II ვაიმე, ,,დავიწვი,’’ ბოლო დღეს გადაცდა! სანამდის ცოლ-შვილი გინებით ამიკლეს, ,,ვის გნებავთ სამშობლო, სულ სამი ათასად? მევახშის ვალი მაქვს და მეტს ვერ დაგიკლებთ’’...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი