ვწერ... აღარ ვიცი ვისზე, ვისთვის...
ვწერ... აღარ ვიცი ვისზე, ვისთვის... რომელ რომანსზე, ვჩორკნი სტრიქონებს უგერგილოდ... კვნესის ბუხარი, ვწერ სიყვარულზე, სიცივეზე, შურზე, მტრობაზე... თუმც ჩემი ლექსი უკვდავებას ვერ შევუხამე... თუ რამ შევქმენი ღირსეულად _ მხოლოდ კოშმარი, ვერ შევასმინე სატკივარი ერის მესიას... ახლაც კალამი გაუჩრია თითებს მოჩვარულს და ამ ცოდვაში თითო ბრალი თქვენს კისერზეა: რადგან ჩემს მიმართ არ იყავით მეტად მკაცრები, ბევრი საამო, საქებარი სიტყვა მითხარით, როცა პირველი უღიმღამო ლექსი დავწერე, როცა სამარე სათითაოდ არ გამითხარეთ... ასე მგონია მაცხოვარის მეც ვარ გამცემი, კადნიერებას მეც შევწირე რწმენა სულელმა და ახლა ვგავარ ეჭვმიტანილს _ სულით დაცემულს, აღიარებით ჩვენებას რომ აიძულებენ...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი