მოგონება
მოგონება _ ეს წარსულის საუნჯეა, გონებაში რომ იღვენთავს წელთა რიგებს, ნამყო ხელში მახვილივით გაუჩრია და თავთანაც უმეტესად ვერ გარიგებს. დრო იცვლება, იცვლებიან თაობები, ძველს ახალი ენაცვლება მისწრაფება, თრობის თასებს გამოსცლიან მზვაობრები, ნაპირს კვლავაც გადამუსრავს ზღვის ქაფები, სიმარტოვე აიხსნება სიმარტივით და წარსულიც მოიშუშებს დაჭრილ ვნებას, ნაომარი, სამშვიდობოს მივა ტივით, უპოვარი ისევ დაგმობს გაჭირვებას, უგზოობას კვლავაც დაამუნათებენ, დაიბღავლებს მოქუფრული ცა ხარივით... რაც არ უნდა შეიცვალოს სურათები, მოგონება მასში ცოცხლობს ახალივით... ალბათ როსმე მყინვარს კვირტი დაუსკდება, ჟამი წაშლის, რაიც ოფლით აგებულა, მოგონებებს კი ვერაფრით დაუსხლტები, თავს არასდროს დაგანახებს წაგებულად.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი