ვინ გამაკვირვებს


ვინ გამაკვირვებს,
ან რაღა მიკვირს
ამქვეყნიური ყალბი ამინდის,
მე შეგნებულად ვიყავი ბრიყვი,
და სულის ჩაკვლით ხორცი დავინდე...
მიყვარდა...
მაგრამ იჭვმა წარმკვეთა...
ვერ ვუსალბუნე გრძნობას საბრალოს,
როს მასში ჯანღი ისე გამკვეთრდა,
როგორც ანტიკურ ძეგლზე ნაპრალი...
ბევრი ვატკინე...
ბევრიც ვიტკინე...
ჩამომეშალა ბუდე ქვითკირის...
და ახლა სულმთლად უჭერ-უთაღო
ყისმათს ვწყევლი და მკვდარ სულს მივტირი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი