განთიადი
შეხე, ცის დისკო როგორ იპობა და მზის წინწკალი მუნ ვით ენთება, ითვლის წამით-წამს ლიპთა ლიპობა და ბნელქმნილ ღამის შემოთენთება. ღამის სიცერეს, როგორც შეშლილი, ცისკრის ამბოხი ნუსხავს, მზე დილის: წმინდა გრაალის აზარფეშივით იდუმალება შემობრძმედილი. ღამე ეცემა, ვით ბოროდინო, ქუჩებს აწყდება დრტვინვა ბოშების, ცას სიახლეთა სხივი პოტინობს -- ცისკრის სურნელით შეზარხოშების. დღე იბადება სულთან კირული, უჟამკარობის ხუნდთა მტვრეველი, დღე – მდუმარების ძილისპირული და სიყვარულის ცეცხლის მფრქვეველი. სულო, აღელდი და ცა გასერე, კაპუეტივით შეინავარდე, გასწვდი იდუმალს, ღვთიურ მთა-სერებს, დაეშვი, ოღონდ არსად დავარდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი