0 2

სიყვარულისათვის თუ ვერ მოიცალე


სიყვარულისათვის თუ ვერ მოიცალე,
გინდ თმოგველი იყავ, გინდაც ოპიზარი _
ჩალის საღირალიც აღარ ეღირება,
ყველა მიზანსწრაფვა, ყველა შეპირება...
ან რა ასულდგმულებს ისეთ ადამიანს,
ვისთვის არც მზე მზეობს და არც ავდარია,
ვინაც მარტოობის გზაზე დაენარცხა,
კვალიც არ დატოვა, ისე ჩაინაცრა...
ყველა დაინგრევა ბურჯი ციხე -კოშკის,
წარსულ ნატერფალებს ჟამი ისე მოშლის,
თუკი სიყვარულით არ არს აგებული
ყველა გამარჯვება არის წაგებული!

სანამ ამ სოფლიდან ფეხი მოიცვალე,
სიყვარულისათვის დროზე მოიცალე!
კომენტარები (0)