ოცნების ლანდები
შენ ასწევ ფარდას და სადღაც ქარში მზერას შეავლებ ფერმიხდილ სხეულს, შენ აენთები, ვით წვიმის მარში და ნოსტალგია შეგიპყრობს ეულს: მოგაგონდება დღეები მწველი, როგორც წარსულის ნეტარი ნაშტი, გაგინათდება თვალები სველი, დაედევნები საყვარელ აჩრდილს... ... მაგრამ იმედი არა კრთის ლანდად: ქარი დაახრჩობს მას, ვით იელებს, ჩამოეშვება ოცნების ფარდა და კვლავ მოგიცავს სიცარიელე...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი