ნასეტყვარია ეს სამყარო
ნასეტყვარია ეს სამყარო, ჩვენ რას გავაშრობთ... და რადგან ნამყოც საყვედურად გადიქცა უკვე, რადგან უფალიც შეეწირა რწმენის ქარაშოტს, ჩირგვს ვეფარები და გარდასულთ საკმეველს ვუკმევ... ვჭვრეტ სიძაბუნეს გარინდებულს ყოველ კერასთან, რა შემართებით ემზადება, ზათქით მოვარდეს, თვით სასოების უსახსრობას: _ ბედისწერასთან ამაო ბრძოლით დანარცხებულს უსასობამდე... ვიცი, წესად გვაქვს არდანდობა, არგადარჩენა, აწ დაცემულის, მისი, ვინაც იყო დესპოტი, მაგრამ უღმერთოს უღმერთობა საქმით აჩვენო და უფლის მრწამსი მიტევების ასე გვესმოდეს ამაზრზენია... თუმცა სიტყვით... სიტყვით ფიორით... მხოლოდ ფრაზებით ,,თანაგრძნობა’’ არის მარტივი და ქართველობაც მიტომ გახდა ასე იოლი, რომ ყოველ რეგვენს ურიგდება აჭრილ კარტივით...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი