ხედავ?


ხედავ? _ ეს წელიც როგორ მობერდა:
მის ჭარმაგ მკერდზე წარსული ბარდნის...
უზრუნველობას ვერ შემოგბედავ,
ან უეკლობას იკადრებ ვარდი?!

მღვრიე თვალთაგან წლები მომწვეთავს
და მისხალ-მისხალ მართმევს იმედებს:
რამდენჯერ ვცადე შენი მოწყვეტა,
მაგრამ ეკლებმა ვერ გაგიმეტეს...

ვერ ამიხსნია, რად მტანჯავ ასე,
წყევლად რად დამდევს შენი შუქ_ჩრდილი?!
მართმევ იმედს, თან იმედით მავსებ _
ახლად გაშლილი და გაფურჩქვნილი...

გეხები, როგორც სიცოცხლის სატენს
და მათრობს შენი სურნელი ამო...
შეუბრალებლად მჩხვლეტ და სისხლს მადენ,
მე კი მაინც შენს მოწყვეტას ვლამობ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი