სამშობლო
I მიხმობს სამშობლო, ვილტვი მისკენ და მივიჩქარი, ვეღარ პოულობს მოსვენებას გულის ფიცარი, ვარდთა სიმრავლეს ცისკრის ნამი კოკორს უსველებს, მზე დაჰფენიათ მკერდზედ ამოდ ,,ახალ რუსთ ველებს’’... იქ ,,ბრწყინვალება’’ სასაფლაოს იღვრება დილის, იქ სამუმებმა უმოწყალოდ შემუსრეს მტილი... იქ თითლიბზთა გასაქანი დიდია ერთობ, მაგრამ მე მაინც მისკენ ვილტვი, მე მაინც ვერ ვთმობ! II მიხმობს სამშობლო _ დანაფერი სისხლით და ცრემლით, ასკერ-სპარს-მონღოლ-მისრელთ ხელთგან ნამუსრ-ნამსხვრევი, ლალის დროშის ქვეშ ნაყუჩარი გმირი ვასალი, ერთდროს საუფლო თამარ მეფის და გორგასალის, სადაც სიცოცხლე ჩალის ფასიც არ ღირს ამჯერად, სადაც მართლის მთქმელს საკუთარი ,,მე’’-სიც არ სჯერა, სადაც ის ფასობს, სული თვისი ვინაც გაჰყიდა, ვინც ანგარება მიიჩნია ტაძრად და ხიდად, ვინც ათეიზმით გადანათლა ნორჩი თაობა და ღვთისმშობლის მრწამს ვინც უწოდა არარაობა... ოჰ, მიწავ ცხვართა, უნდობართა, ბრმათა ნაკილო, მე მაინც შენსკენ მოვისწრაფი, მე ვერ გთაკილობ! III მიხმობს სამშობლო _ უღიმღამო და ამბოკარი, ერთდროს ზურმუხტის შესადარი, ახლა ჯოყარი, აივარული სულით მძგერი უფლის ბოძალი, თავისუფლების განმკარგველი მხნე ამორძალი, მაგრამ დრო_ჟამით გაცრეცილი და შელახული, ასკერთ ჭანგებში მომწყვდეული ბანა_ხახულით, ტაო-კლარჯეთით დაცემული რკინის მკლავებით და საუკუნოდ დაკარგული გმირთ საფლავებით... მიხმობს სამშობლო _ ხელყოფილი, გმული ღირსებით, მაგრამ მტარვალნო, მის გასრესას ვერ ეღირსებით! IV ჰე, ჟამო _ ეშმას მონაგარო, უნდო, უბირო, შენ დააფრქვიე ამ ქვეყანას სხივი უპირო, შენ შთააგონე მლიქვნელობა ქართველთ გონებას, შენ აირჩიე საჭურველად ჩაგვრა, მონება... შენ ბოროტების ავგაროზი ხარ საუკუნევ, მკვიდრად რომ მართავ ჯოჯოხეთის ცრიატ უკუნეთს! შენ ცოდვად გაწევს საქართველოს წელში გატეხა, აპოკალიფსის აღზევება და გარდატეხა, შენ ილიას სისხლს დაეწაფე სავეს პეშვებით, შენ ბოროტებას ვერ უგანებ, ვერ შეეშვები! შენ ვაჟას თვალებს გამოსტაცე ძალა, სინათლე და სიყმაწვილე დაუბნელე ლადოს სვიან ფრთებს... სამას არაგველს ცა შეუკრავთ ზარით, გოდებით და იუნკერთა სისხლი ჰყივის თავგამოდებით... შენ საქართველოს ბუნიობა ელვად უქციე: _ ,,ოცდაჩვიდმეტი’’ ჩაანაცვლე ,,ეგზეკუციებს’’.... ჰოი, სამშობლოვ _ ,,ნატახტარო’’, ლალის ფიქალო, უზრუნველობა ვით შეგბედო და ვით გიგანო?! V ... მაგრამ მზეც იყო ეშხიანი და სხივნათელი: _ შავბნელ ეპოქას რომ დაუსხლტა იმგვარ ქართველის, ვინაც სიცოცხლე არ იწამა უსიყვარულოდ, ვინც დღესაც ლომობს, დარდიმანდობს, ქველობს, მარულობს! ... იყო აღმასვლა... კომუნიზმი... დაშლა დაცემა... ,,პერესტროიკა’’... ცხრა აპრილი... შეხლა... გაცემა... ლალებასხმული რუსთაველი... გაგრა... სოხუმი... და ზარბაზნების გრგვინვა-ჭექა მძლავრი, კოხური... იყო სისხლისღვრა... მაგრამ სჩანდა შორით იმედი, ჩვენ ამ იმედის სამსხვერპლოსთან ბრძოლით მივედით... ბრძოლით სამშობლოვ შენ დაჰკარგე ორთავ კიდური, მაგრამ არ გახდი დასაცინი, ტრელი, ბითური! მიხმობს ეს მიწა სახიჩარი, თუმცა ამაყი, მეც სიამაყე აღმიტაცებს, როს მას დამაყრით! VI მიხმობს სამშობლო _ დანაფერი სისხლით და ცრემლით, ასკერ-სპარს-მონღოლ-მისრელთ ხელთგან ნამუსრ-ნამსხვრევი, ,,ვარსკვლავთ ალმის’’ ქვეშ მოყოლილი, გმირი ვასალი, მემატიანე თამარ მეფის და გორგასალის! ჰოი, უფალო, ზეციერო, არსთა განმრიგევ, გთხოვ, განგვანათლე სიტყვით შენით და დაგვარიგე, რათა წარვუძღვეთ საქართველოს საქმით _ ბეჭედით, რათა ჩვენს შემდგომ არავინ თქვას: _ რას იქმნთ, შეჩერდით!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი