რას ვიფიქრებდი...
რას ვიფიქრებდი, თუ ერთის ხილვით გავებმებოდი მე შენს ისხერტში, ვით ხელისგულში უმწეო მღილი და შენს მზერის ცეცხლს ვერ ავისხლეტდი... რას ვიფიქრებდი, თუ ბედისწერა მე შენს ტარიგად, მხევლად მაქცევდა, ჩემს სიამაყეს და ჩემს ღირსებას კართაგენივით დაანაცრებდა... რას ვიფიქრებდი, თუ გული ქველი - ერთობ მკვირცხლი და შორით მხედავი, შემექმნებოდა სათრევი ხელით, აწ უსლბუნო, გაუბედავი... რას ვიფიქრებდი აქამდის ღმერთო, თუ ყოველ ღამეს ვათევდი თეთრად და შენს სახელზე მლოცველი ერთობ სულ სხვა სახებას ვაქცევდი ღმერთად... ...შენ გამიღიმე... წამერთო მზერა და ფორიაქი დამეტყო ხმაში... თუ ჩემი გულის შენ იყავ წერა რას ვიფიქრებდი ძვირფასო მაშინ... თუ სიყვარული შენ გერქვა ნაზი და ჩემს ძარღვებში ძალას იკრებდი, ჩემი სიცოცხლის თუ იყავ არსი: - რას ვიფიქრებდი... რას ვიფიქრებდი... შენ სხვა სამყაროს გამიღე კარი და შემრთე სივრცეს _ ვრცელს და ხიბლიანს, დღეს ჩემი რწმენის შენა ხარ ზარი: _ ჩემი ღმერთი და ჩემი ბიბლია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი