*** (ვუცქერ შენს სახეს...)
ვუცქერ შენს სახეს და მართლაც მჯერა-- მშვენიერებას არ აქვს საზღვარი, უსაზღვრო არის თვით ბედისწერაც, რასაც გმობენ ან ხოტბას ასხამენ. ვუცქერ შენს ხელებს, ნატიფს მტევნებით-- (შეხებისას რომ თრთოლას იწყებენ,) თუკი ოცნებით აგედევნები ნუ გამექცევი... ნურც გამიწყრები... ვუცქერ, თუ როგორ ირხევა შენი გრძნობის ამრევი ტანი კენარი, ნაზი ღიმილი თუ როგორ გშვენის, ასე უხვად რომ აფრქვევ ვრცელ არეს... და როცა სუსხი მოგიამბორებს, შენს ტუჩ-წარბ-წამწამს ჭირხლით შეჰბურავს, მზე გადმოსცურავს შენთვის მთა -გორებს და შარავანდედს მოგფენს მეფურად. შენ რომ წარსულში გემოგზაურა, თვალს მისწვდენოდი ჩვენი მგოსნების, არ აგცდებოდა ხოტბა ზღვაური სასიქადულო ლირიკოსების! ალს აპკურებდი ბედასლ დროებას-- სხივს შეჰმატებდი კრულს და უნიათს, გალა მერის ეშხს არ იგლოვებდა, ტიციანი კი თვის თამუნიას! თუმც მე გავბედე დღეს შენზედ წერა... დაგნათლე ცის და მიწის კავშირი... ახ, ნეტავ ვისი ხარ ბედისწერა-- გულს ვის უჩქროლებ ნეტავ ბავშვივით? რადგან მზის სხივად მოდექ ჩემს ფაცხას, უხილავი, თუ ხილულ ძაფებით, ჩემი ცხოვრების მუზად შეგრაცხავ და შენს სიტურფეს დავეწაფები!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი