*** (შენს ნაკვალევს კვლავ მივყვები...)


შენს  ნაკვალევს  კვლავ  მივყვები,
შენს  თბილ ღიმილს  ისევ ველი,
შენი  მჯერა... კვლავ  ვბრიყვდები...
კვლავ  საკბენად  იწევს  გველი...
რაღა  გითხრა  სხვა  სიტყვები: --
მხოლოდ  შენ  ხარ  ჩემი  მკვლელი!
შენს  სარკმელთან  დღესაც  ქარი
მომეტებით  დაჰქრის,  მღერის,
მე კი ქარში  გულდამწვარი
ამაოდ  გწერ  ისევ  წერილს..
დამიბნელე  ორთავ  თვალი
მხოლოდ  შენ  ხარ  ჩემი მკვლელი!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი