ვერ ამიხსნია


ვერ ამიხსნია ასე რად ხდება:
(განგება რა გზით  აღარ  მატარებს)
ჩემთვის  რად  იქეც  წმინდა  ხატებად,
ქალღმერთ  ვენერას  რად  შეგადარე?!
განა  შენდარი  სხვა  არვინ  არის?!
რა -- ყველა  შენგნით  საწყაულია?!
არა! -- ყოველი ქართველი  ქალი
ღვრთით  მოვლენილი  სასწაულია!
მაგრამ  რა  ვუყო  არჯალ  გულისთქმას:
მე შენი  სწორი  არ მეგულება!
შენ  ჩემი  ვნების  ხარ  ფარული ხმა
და  დამდაგველი,  უტყვი  ცდუნება!
შენს  გარდა  ვერვინ  მომგვრის  სიქარვეს,
თუნდ  თვით  ვენერაც  ციდან  დაეშვას,
შენს  გარდა  ვერვინ  ვერ  გამიქარვებს
ამ  აზავთებულ  სულის  კაეშანს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი