როცა ვარსკვლავი ზეცას მოსწყდება


როცა  ვარსკვლავი  ზეცას  მოსწყდება,
სივრცეს დაჰკაწრავს ცეცხლის ღვენთებით,
ერთი  ოცნება __შენზე ოცნება
მეც  აღმიტაცებს  და  აღვენთები...

თავგზას  ამირევს, შემიპყრობს  უმალ,
გამითავისებს  სულით,  გონებით:
მეც მივენდობი  სანატრელ  სტუმარს
და მთელის  რწმენით  დავემონები...

დავეწაფები  ხარბად  მზის  ნობათს,
გაიფრიალებს  ვნების  ალამი,
თვალს  გავუსწორებთ  მარადისობას
მხოლოდ  მე  და  შენ... და სხვა არავინ...
ოქროს  საღირალს  შეიძენს  მყისვე
ყველა  იმედი  და  იდეალი,
ხილვად  ამოაქვს  მთვარეულ  ნისლებს
რაც ოცნებებში  მწვავდა  სიალით...

...გულს  ჯავრი  თუ  არ  მოედო  შამბად
და  მოკრძალებას  როგორმე  ვძლიე,
მე  არ  დავიწყებ  ფრაზების  ლამბვას: _
ერთს  გეტყვი  მხოლოდ _ "მიყვარხარ ძლიერ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი