გაიშრიალებს ბაღში კვლავ ქარი


გაიშრიალებს ბაღში კვლავ ქარი,
მუხას ჭარმაგი ჟვერი მოსხლტება
და სიძაბუნე ჭკნობის ამქარით,
კვლავ მოიჭრება, კვლავ მოცოცხლდება...

ფურცელს ჩამოჰყრის ვარდი ბადახშის,
ქარი დაუვლის ზღვა სიმად რტოებს 
და შემოდგომის ცრიატ ქალაქში
დაისადგურებს კვლავ სიმარტოვე...

სივრცე უსაზმნო და უდაბური...
ნისლის თარეშში გული ღონდება...
სრბოლა ქუხილის, ღელვა და ბური,
ბნელთა კვეთება მრუმე ბლონდებად...

... და ზამთრის სამოსს მოირგებს არე: _
არე პირქუში და პირნათელი,
როგორც ცხოვრების ორთავე მხარე,
როგორც ფოლორცი ოდით ქართველის...

მაგრამ ახალ მზეს კვლავ გაშლის გრძნობა: _
გზას დაუდაფნავს მაისს ლეშხიანს,
აი, მერმისი რად არ მეთმობა!
გაზაფხულს მართლაც სულ სხვა ეშხი აქვს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი