მე უკვდავებას შენს თვალებში ამოვიკითხავ...
სავსე მთვარის ჩრდილს შემოერღვა თეთრი საკინძე, (ნეტარ საწუთროს ვინ არგუნა გზანი მრუდენი?!) მოგონებები მისხალ-მისხალ, გრძნობით ავკინძე, მაგრამ წარსულში, მე წარსულში არ დავბრუნდები... თითქოს სიზმარმა წარიტაცა აზრის სიცხადე, წამთა უსაზღვრო ხმოვანება იქცა ნუგეშად და ნიჰილიზმი _ ასტყორცნილი ცათა რისხვამდე, მიმოიფანტა, მოიძარცვა და მიფუჩეჩდა... ციურ სივრცეში ჩაკარგული სხივი, მწყაზარი, ამაოებით განფენილი მკრთალი სახება, სასაფლაოთა სამრეკლოთა ზარით ნაზარი სხვა იმედებით აღჭურვილი კვლავ მესახება... მორჩა... დაეცეს! Yყველა სული ბოლოს მტვერია, უფლის სამსჯავროს ვერ უსხლტება და ვერ მშვიდდება, როგორც კაენის ,,სათნოება’’ და მისტერია, ცოდვის ქარცეცხლში იბადება, ცოდვის ზვირთებად... ... მე მოვალ შენთან, მოვალ სიზმრად, თუკი მიწამებ,. მე მოვალ შენთან და კვლავ გეტყვი, რომ ვარ ეული, მარადისობად მე გარდავქმნი წარსულ იმ წამებს, როცა ისარი კუპიდონის მომწვდა გრძნეული... მე უკვდავებას შენს თვალებში ამოვიკითხავ და წუთისოფლის მემჩატება აგრემც ხუნდები, მაგრამ ძვირფასო, გთხოვ ნურაფერს სხვას მეტს ნუ მკითხავ, მე... მე წარსულში არასოდეს არ დავბრუნდები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი