ლიტურგია


ოდეს ჩამორეკს ზარები მწუხრის
და ლიტურგიის მოაწევს ჟამი,
მლიქვნელთა ნაკადს გადაჰკრავს შუქი: _
მონანიების ,,ღადო-ვარსამი’’...

ბრჭეს მოაწყდება მრავალი თვალი,
დაღადრულ ღაწვთა ხატოვანება,
სულში ჩაღვრილი სიშმაგის ალი
აღსარებებით აღფრთოვანდება...

იქნება ლოცვა _ რწმენით უფალის,
შეერკინება ლაჟვარდს მთოვარე,
შეხვდება ერთურთს ჭირისუფალნი
და მეოცნებე სული  _ მგლოვარეს...

... მერე კვლავ ქუჩა... კვლავ გრძნობა ყალბი,
პირმოთნეობის და სიხენეშის...
და აღსარების გადიწევს მადლი
უხმო გრიგალთა სიელფერეში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი