VIVA რევოლუცია
რაც დღეს ჰყვავის _ ჰყვება ნიავს, ებარება წარსულ ლანდებს: _ დღეს ჟალტამი რასაც ჰქვია, ხვალ უცილოდ გაივარდებს! დაეცემა მომხვეჭელი, დაცემული წამოდგება, ქაფმორეულ ზღვისებრ მჭევლად და გრიგალთა ახალ წყებად! ხვალ დაცემულს ის გათელავს, ვისიც დღეს არს იგი მონა და ეკლიან ანათემას დაერქმევა ,,ვარდთა კონა’’... დღეს კი მიდი, გაიხარე! ზეიმია ,,განახლების ‘’, შეიცანი ორი მხარე დაცემის და ამაღლების! გადაჰკარი სწრაფად, სწრაფად, კურთხეული იგი ღვინო, რომ აღელდეს სულში მძაფრად, ფიანდაზად მოგეფინოს! ... და ამ ღამის, ბნელი ღამის სულწარმტაცი შეგონება, ღვინის ძალით, ერთი წამით მართლაც ღმერთის გეგონება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი