შემოდგომა
იწვის ზღვის კიდე, მზე სულს იმშვიდებს, ტალღა ტალღაზე სხლტება, გორდება... და მონატრებულ თვალთა სიმშვილდე ჩემში ცოცხლდება და მეორდება... რა სინატიფე და გულწრფელობა მე შემიგრძვნია, ოჰ, ამ თვალებით: _ ეგზომ მზიური სულის ქველობა, მნათი სისპეტით და მოკრძალებით... ჟამთა დინებას (ჯერაც არ მჯერა) თან მიესვენა იგი მშვენებით, აწ ეს თვალები მექცა სასჯელად _ სავსე სიცივით და შეჩვენებით... ... და მე გეძახი მეხტა ტეხაში, იჭვი წყეული მიპყრობს ბოლომდე: _ მაგ მზისფერ თვალთა გარდატეხაში ბრალი მიმიძღვის ნუთუ მხოლოდ მე?! წარსულის ლანდთა ჩუმი ციალი, გრძნობათ სინაზეს აკრთობს ზმანებით, ვით შეწირულთა სულთა ზრიალი _ სულს ალმოდებულს მგლოვიარებით... ... შენ შორს ხარ... შორს ხარ... და ცრემლი მცვივა და ღაწვებს ჩემსას ევლება ზღველად... გავცდი სიცივეს... და მაინც მცივა... გავცდი სიბნელეს... და მაინც ბნელა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი