ხვალ იქნება მზეც მინავლდეს...


ხვალ  იქნება  მზეც  მინავლდეს
და  გზებს  ნისლი  მოედოს,
განა  ავდარს  ვუმერ  ამდენს?!
განა  მისთვის  ვპოეტობ?!
დღეს  რისი  თქმაც  შეგვიძლია
რად  გადავდოთ  ხვალისად?
უშენობამ  სულმთლად  მძლია,
სულ გადამახარისხა!
და  ეგ გული, აზრი, კითხვა,
იქნებ  ჩემკენ  მომართო:
მომატყუო, თუნდაც -- მითხრა:
" შენში  სიზმრად  მოვალ-"თქო...
თორემ  მეხმა  დეზი  დაჰკრა,
ცა  გააპო  უდარო,
თორემ  დარდმა  ცოცხლად  დამკლა 
და  გამფატრა  უდანოდ...
გთხოვ  დღეს  მითხარ, რაიც  გწყინდეს,
მე  ხომ  შენგნით  ვპოეტობ,
ხვალ იქნება გაგვიწვიმდეს
და გულს ნისლი მოედოს...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი