*** (მახსოვს ალერსის ნამი...)
მახსოვს ალერსის ნამი; გამოუთქმელი ფიცი... მზიანს გადარებ ამინდს, წვიმის მერე რომ იცის. ალერდს გადარებ მარტის და თიბათვის ხვატს ქარულს, ხარ გაუფრკვნელი ვარდი: ჟინს რომ აღვივებს ფარულს... წყაროს გადარებ მთისას --- წმინდა სახებას ბროლის, ხარ ნორჩი სხივი მზისა -- სიოს ალერსით მქროლი. ტალღავ , მღელვარე ზღვისა, ფერო ლაჟვარდის ტბორის, იქნებ ფიქრი ხარ სხვისა; იქნებ --- ოცნება შორი?! ...დე მუდამ გრძნეულ ძალით: იდუმალ ალით მწვავდე --- გერქვას უბრალოდ ქალი და სხვებს არაფრით ჰგავდე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი