*** (ჩემი გულის კარები...)
ჩემი გულის კარები შენთვის გახდა გალია: ახლოს არ მეკარები, ჩემთვის არა გცალია. გინდა მთელი სამყარო შენი იყოს ფეშქაში, გსურს სიცოცხლეს გამყარო მაგ ერთ გაღიმებაში. ნეტავ საით ილტვიან ეგ თვალები მწყაზარი? გულს ხუნდები ჰკიდია შენგნით ნათავაზარი... გელი, როგორც აფთარი, შენსკენ ვხლართავ სავალ გზებს, ეს ცხოვრება სხვა თვალით მოდი, გამილამაზე, მთლად ყინულის შენობად ნუ იქცევი პატარავ, გეყოს, რაც უშენობამ ნიაღვრებზედ მატარა... P.S. არ გეგონოს ძვირფასო მიწყივ შენზე ვგოდებდე, ვიცი, თავს რომ იფასებ, მაგრამ ნეტავ როდემდე?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი