*** (არის არც ისე მდარე...)


არის  არც  ისე  მდარე,
ის, რაც  დაიწყო  გუშინ,
თითქმის  გაბრწყინდა არე,
კვლავ  წყვდიადია  სულში...
ვიცი, ძნელია იგრძნო
ამ  სიყვარულის  არსი --
თუ  არ  დაეცი  ვინძლო:
შხამის  არ  შესვი  თასი...
და თითქოს  მიხმობს იგი,
მაგრამ  არ  ვიცი  საით...
ვრცელი  ფრაზების  რიგით
ჰგავს  გაუშიფრავ  საიტს...
...ალბათ  იწვიმებს  ახლა,
ისევ  ჩამოწვა  ბნელი...
მაინც არა  ვგრძნობ  დაღლას
და  შენს  ნაბიჯებს  ველი....

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი