*** (ვით ატლანტიდის ზვირთი...)
ვით ატლანტიდის ზვირთი, აპოკალიფსის მაცნე, ხარ ჩემი სულის კირთი: წარმატება და მარცხი. მე თვითეული სტროფი შენზე ოცნებით ვჩარხე, მძვინვარებაში მყოფი რომ დამეთრგუნა თალხი. ზეცას ღაღადად ერთვის განცდა შენდამი ლტოლვის... მაგრამ რთულია შენთვის გაზიარება ყოვლის... ზამთარს გაუდის ყავლი, მზეს გაზაფხული ჩემობს... სად ხარ? -- გეძახი ჩავლილს ჩემი ცხოვრების გემო... მზე ეტბორება დიდგორს, მარტი ისევ შლის კარტებს... შენ ყოველ ლექსზე თითო, კვლავ თითო კოცნა გმართებს... რახან წარმტაცე თვალი, ძალმიძს დასტურად გითხრა: ისე ნუ იზამ ვალი ვერ გამისტუმრო დიდხანს!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი