როცა გიყურებ


როცა  გიყურებ _ ისე  ახლოს  ხარ,
როგორც  ვარსკვლავი  რკალში  თითების,
გევხარ   სიტურფის   უშრეტ  წყაროსთვალს
და  სინამდვილეს ზღაპრის, მითების!

როცა  გიყურებ _ თითქოს  ვმაღლდები
და  ვიბადები  ელჩად  ზმანების,
ამ   დროს  აღარ  მწამს  კვერთხის, ტახტების
და  არც  სიკვდილის  ბნელხმოვანების!

როცა  გიყურებ _ ქრება  სიცივე,
შენს  სუნთქვას  გულში ვიკრავ, ვათავსებ,
ვერა, ვერ  დაგთმობ, ვერ მოგიცილებ,
თუნდ   სიკვდილამდე  მოვკვდე  ათასჯერ!

როცა  გიყურებ _ მართლაც  ვრწმუნდები,
რომ   მზის  სხივები  შენში სახლობენ,
გიცქერ   და შენის   მზერით  ვხუნდები _
ასე  შორეულს  და  თან   ახლობელს!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი