ისევ ოცნებას მივყვები ზღაპრად...


ჯერ არდაწერილს,
ჯერ ისევ უთქმელს,
გულით ვინახავ და დავატარებ,
ფიქრებს აწეწილს 
ვერავის ვუმხელ,
ვერვინ ვერ მიღებს ამ გულის კარებს...
მაგრამ სადამდის 
უნდა გავუძლო,
ამდენ ტანჯვას და ამდენ ვაებას,
მსურს, ახალ ამინდს
ფეხი ავუწყო
და დავამარცხო ეს მდუმარება...
რომ არ გამომდის,
რაც მინდა იყოს,
თავს ვგრძნობ ეულად და მიუსაფრად,
ცრემლი ჩამომდის
და ჭმუნვა მიპყრობს,
ისევ ოცნებას მივყვები ზღაპრად...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი